Yükleniyor...
სახეობები

ტრეკინგი

სამოგზაურო გზების შესახებ

ამ რუკაზე ყველა ბილიკია ნაჩვენები. ეს ბილიკები ფერდობებამდე და სოფლებამდე გრძელდება.  ულამაზესი მთები და საძოვრები რომელზედაც შეფენილია ცხვრის ფარა  მნახველს აჯადოვებს. ძველი სავაჭრო ბილიკებიც ამ გზებზე გადიოდა, ამ ბილიკებიდან დღესაც არის შემორჩნილი და შეგიძლიათ ნახოთ. მოსახლეობას ჯორებით მიჰქონდათ შავი ზღვის სანაპიროსაკენ ან ერზრუმისაკენ ბოსტნეული, ხილი და ბრინჯი რომელსაც მარილსა და სხვა საჭირო პროდუქტზე ცვლიდნენ. ბილიკები დროთა განმავლობაში წყალმა ჩარეცხა და წაშალა. დათურის  პროექტის დახმარებით ეს ბილიკები და ძველი გზები დაფიქსირებული და თქვენ ხელთ არსებულ რუკაზე მითითებულია. მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ და არ გაქვსთ საკმაო გამოცდილება აუცილებლათ ჯგუფთან ერთად იმოგზაურეთ.

სამოგზაურო გზები

ერზრუმი მოგზაურობის დასაწყებისათვის ყველაზე კარგი წერტილია. ერზრუმიდან შეგიძლიათ მიხვიდეთ ისპირსა და იუსუფელში. კაჩკარის მაღალ მწვერვალებზე  ისპირ – სირაკონაკლარიდან, იუსუფელი – ბარხალის   სოფლების გავლით მოხვდებით, აქვე შესაძლებელია ღამის გათევა ადგილობრივ კერძო სასტუმროში.უზუნდერეს რაიონი თავისი ათი სოფლით თორთუმის ხეობის ტერიტორიაზე მდებარეობს. ხეობის ნაპირები სალი კლდეებით არის გარშემორტყმული კლდეების მაღლა დიდი ტერიტორია კი ხშირი ტყითაა დაფარული. ორი სამოგზაურო გზა გადის ამ ტერიტორიაზე. აქედან ერთი 2000 მ საპაჯას  ფერდობზე  გადის, ეს ტერიტორია გაზაფხულის ნაირფეროვანი ყვავილებით განთქმულია. მეორე გზა ოშკვანის ეკლესიამდე გრძელდება.  ისპირ – მორიალას პატარ-პატარა ტბებით დაფარული ტერიტორია მოგზაურობის დასაწყებათ საუკეთესო წერტილია. კაჩკარის მწვერვალამდე მისაღწევად საკმაოდ ძნელი და გრძელი გზაა გასავლელი. ეს გზა გადის ფერდობებზე გაივლის ოთხთა ეკლესიას, მედუთის ფერდობებს, დაწყევლილ გადასასვლელს და კაჩკარის ჩრდილოეთ კალთას უერთდება.

მოგზაურობისას თან რა უნდა ვიქონიოთ?

კაჩკარის მწვერვალზე პირდაპირ ასვლის ნაცვლად სოფლების მოგზაურობას ადგილობრივი ხალხის გაცნობას ხანგრძლივ დასვენებასა და შვებულების გატარებას გირჩევთ.
ტრეკინგის მოყვარულთათვის გასათვალისწინებელია შემდეგი რჩევები: 1.თან იქონიოთ რუკა, 2. ჯპს ( თუ არ გაქვსთ რუკა) 3.თურქული სიმ კარტა ( ბევრ ადგილას არ იჭერს) 4. კამერა დამატებით იქონიეთ ბატარეა და კასეტა 5. სპორტული ჩასაცმელი და დამატებითი გამოსაცვლელი 6. ტრეკინგისათვის სპეციალური ჩექმა და მსუბუქი ფეხსაცმელი 7. შალის შიგნითა საცვალი, სვიტრი 8. საწვიმარი  9. მზის სათვალე, ქუდი, მზის საწინააღმდეგო კრემი და საცურაო კოსტუმი 10. მსუბუქი კარავი 11. მსუბუქი საწვიმარი ზურგ ჩანთა 12. პირველადი დახმარების ჩანთა 13.საძინებელი ტომარა 14.გაზის პატარა ბალონი ქვაბი თეფში დანა ჩანგალი და ა.შ. 15. ფანარი და წვრილი აბრეშუმის ძაფი 16. ძვირფასი ნივთებისათვის პატარა ჩანთა 17. 2 ლტ წყლის ჭურჭელი ( თითქმის ყველა ბილიკთან შეხვდებით სასმელად ვარგის წყალს, ახლო ტერიტორიის დასათვალიერებლათ შეგიძლიათ იქირაოთ ჯორი ან ჯიპი

როდის ვიმოგზაუროთ

ჭოროხის შემოგარენსა და უფრო სამხრეთით თოვლი ნაკლებათ მოდის. ზაფხულობით გრილა. ტრეკინგის მოყვარულთათვის სეზონი იწყება მაისში და სექტემბრამდე გრძელდება. დიდ თოვლიანობის გამო კაჩკარის მთბზე მოგზაურობა ივლისიდან იწყება და სექტემბერში მთავრდება. მაშველების  ჯგუფის რაოდენობა ნაკლებია ადგილობრივი მოსახლეობა ივლისის შუა რიცხვებიდან იწყებს სოფლებში ასვლას. მაღალი ფერდობების თოვლით დაფარული ტბებისა ძველი ბილიკების ნახვა მხოლოდ ტრეკინგის მოყვარულთათვისაა ხელ მისაწვდომი.
გაზაფხულზე შორი ქვეყნებიდან დაბრუნებული ფრინველების ჭიკჭიკი, ახალ დაბადებული ბელების თამაში და ყვავილებით მოჩითული არე მარე მნახველს აჯადოვებს. ზაფხული  ხალხმრავალია. შმოდგომაზეც მოიხიბლებით შორი ქვეყნებისაკენ მიმავალი ფრინველების სიმრავლითა და ფერად ფერადი ტყით...

 

ფეხით მოგზაურობა: (იუსუფელი)

 

ქინდევულის ფერდობი: (პლატოები, კარამოლა, ქორ აჰმეთი, სათელეფის პლატო, ქინდევულის ფერდობი)

განსახლება: სოფლები
მოგზაურობის დასაწყისი: ქორ აჰმეთი
სირთულის ხარისხი: იოლი  საშუალო
ხანგრძლივობა : 8 – 10 საათი.

პლატოების სოფლიდან იუსუფელის მიმართულებით 500 მ. იარეთ ბეტონის ხიდი შეგხვდებათ, ამ ხიდის ბოლოში ძველი ხიდია . ხიდზე გადაიარეთ და მარცხნივ მაღალ ფერდობზე გააგრძელეთ სიარული. ფერდობის გასწვრივ მარცხენა მხარეს ბულუთის ხეობაა. ცოტა მანძილის შმდეგ ბილიკი ორად იყოფა. თქვენ მარცხენა ბილიკს გაუყევით. დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ სამანქანო გზაზე გახვალთ, გზაზე გადადით და გზა განაგრძეთ. კარამოლას უბანში შეხვალთ, უბნის დასაწყისში ქვის კიბეს დაინახავთ , კიბეზე ადით შეგხვდებათ წყარო, წყაროდან მარცხნივ გაუყევით ბილიკს , ცოტა მანძილი ქორ აჰმეთის შუაში იარეთ და ბულუთის ხეობაში აღმოჩნდებით. ქორ აჰმეთის პლატო ოღანეთს მიაღწევთ, ეს ძველი დასახლებაა. ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს.  მიადგებით შარისპოსთის ტერიტორიას, რამდენიმე წუთში ქორაჰმეთის და კარამილას საერთო სათევე პლატოს მიადგებით. სათეველას პლატოზე ზაფხულობით მოსახლეობა ადის. პლატოს ტერიტორიაზე გზა განაგრძეთ  მარჯვენა მხარეს რუს დაინახავთ , რომელსაც ლაზ რუს ეძახიან. აქედან გზა ორად იყოფა: მარჯვენა მხარეს ბილიკი ლაზ რუს ზემოთ ადის და კინდევულამდე მიდის , მარცხენა ბილიკი ხეობიდან ეშმაკის ტბამდე მიდის.
ჩვენ მარჯვენა გზას გავუყვებით. 500 მ. შმდეგ ჩუსთოღლუს ვაკეს მიადგებით. გზას მაღლა აუყევით ჩიფთე ფინარის ტერიტორიაზე მოხვდებით. ჩიფთე ფინარის შმდეგ მარცხნივ ბილიკი მიდის გაუყევით ამ ბილიკს და ქინდევულის რუს ნახავთ. გზას ზემოთ აჰყევით პატარა დაგუბებულ წყალს შხვდებით, კიდევ უფრო ზემოთ აუყევით გზას ნახევარი საათი იარეთ და ქინდევულის გადასასვლელს ნახავთ. ამ ადგილიდან  ღრუბლებით დაფარული მთების ულამაზესი პეიზაჟ მოჩნს, რომლის სანახავადაც ამხელა გზის გამოვლა ნამდვილად ღირდა.

გუნგორმეს მთაზე მოგზაურობა (ფეტერეკი-ჩამლიბელის პლატო-გუნგორმეს მთა)

განსახლება: იუსუფელი ან თეკკალე
მოგზაურობის დაწყება: ჩამლიბელის პლატო-გუნგორმეს
სირთულის ხარისხი: იოლი საშუალო
მოგზაურობის ხანგრძლივობა: 4-6 საათი

იუსუფელში დასასვენებლად მყოფთათვის იდეალური სამოგზაურო ადგილია. მოგზაურობის დასაწყებად ორი საათი უნდა იმგზავროთ და ჩამლიბელის პლატოზე მოხვდეთ.ასვალტი მთავრდება და მიწიანი გზა იწყება. გზა მანქანით განაგრძეთ, გზა გასაყარზე მიხვალთ მარჯვენა მხარეს განაგრძეთ გზა. შაფეტის და ჯამი კაფის უბნებს რომ გაცდებით კიდევ შეგხვდებათ გზაგასაყარი, მარცხნივ განაგრძეთ გზა, აქედან ბილიკი მაღლა მაღლა მიდის . არაჩვეულებრივი პეიზაჟ იშლება თქვენს წინ. ცოტა მანძილის შმდეგ გზა ორად იყოფა მარჯვენა მხარე ჩმლიბელის პლატოსთან მიდის, მარცხენა გზა გუნგორმეზის მთასთან.აქედან  გზა ფეხით უნდა გააგრძელოთ. ბილიკი ავაზის პლატოზე მიგიყვანთ, ამ ბილიკიდან პარალელურად გადაჭერით გზა და განაგრძეთ მარცხენა მხარეს მოძრაობა. დაახლოებით 15-20 წთ. ტყეში შეხვალთ. ტყიდან გამოდით და გზა განაგრძეთ თქვენს წინ გუნგორმეზის მთა გამონდება.შორიდან პატარ-პატარა კლდეებისა და სიმწვანის სილუეტები ცოტა მანძილის შემდეგ უზარმაზარ და ულამაზეს სანახავად გადაიქცევა. 2340მ. სიმაღლის გუნგორმეზის კალთებზე მოხვდებით. ამ კალთებზე კლდეებს შორის წყარო ამოდის. ეს წყარო გამორჩეულია, მზის ამოსვლისას წყდება, ხოლო ჩასვლისას ისევ იწყებს ამოსვლას.

კარაგოლზე მოგზაურობა (ბარხალი-ამანეზგეთი-კარაგოლი)

განსახლება: ბარხალი
მოგზაურობის დასაწყისი: ამანეზგეთი
სირთულის ხარისხი: ადვილი-საშუალო
მოგზაურობის ხანგრძლივობა: 6-8 საათი

ეს მოგზაურობა ალთი ფარმაკის მთების კალთებიდან იწყება. ამ ტერიტორიაზე ძველ ნასახლარებს შხვდებით. მოგზაურობის ბოლოს ალთიფარმაკის მთაზე ულამაზეს ტბებიდან ერთ-ერთს ნახავთ. ბარხალიდან მანქანით გაუდექით გზას. ცოტა მანძილის შემდეგ გზა გასაყარზე მიხვალთ. მარჯვენა მხარეს ბაგათგენის პლატოა, მარცხენა მხარეს ნაზნარას უბანი. ამ უბნიდან გზა უნდა გააგრძელოთ ვაროლანის ხიდი გადაკვეთოთ რუს მარცხენა ნაპირიდან აუყვეთ. ბილიკს გაუყევით და ამანაზგენის უბანს მიაღწევთ. აქედან გზა ორად იყოფა:მარცხენა მხარეს გზა განაგრძეთ. ლამაზი წყობის ქორუანის უბანში შხვალთ. სახლების ბოლოდან გზა მაღლა-მაღლა ადის. ტყის კალთებზე გადაშლილ ჩათალლარას სოფლის ხიდს და სახლებს დაინახავთ. ცოტა მანძილის შმდეგ გზა გასაყარს შხვდებით სადაც გზა სამად იყოფა: აქედან მარჯვენა ორი ბილიკი კარაგოლის ტბასთან მიდის, მარცხენა ბილიკი გაუქმებულია. ცოტა მანძილის შმდეგ კიდევ ერთი გზა გასაყარი შეგხვდებათ, აქედან მარჯვენა სათიბეს, მარცხენა კარაბეის პლატოზე მიდის. მარჯვენა მხარეს განაგრძეთ გზა, აღმართი დაიწყება. დაკლაკნილ ბილიკს მიუყევით. გზა ისევ ორად იყოფა მარჯვენა მხარეს მიჰყევით გზას დაახლოებით 15-20 წთ. შემდეგ კარაგოლის ტერიტორიაზე მოხვდებით, მაგრამ ტბას მაშინვე ვერ დაინახავთ. ტბის და მისი შმოგარენის სილამაზის სანახავად რამდენიმე წუთი კიდევ უნა იაროთ.

კარადენიზ ტბაზე მოგზაურობა(ოლგუნლარ-დობესპლატო-ნალეთლემე-კარადენიზ ტბა)

განსახლება: სოფლები ან ოლგუნლარი
მოგზაურობის დაწყება: ოლგუნლარ
სირთულის ხარისხი: საშუალო
მოგზაურობის ხანგრძლივობა: 10-12 საათი

თუ ადგილობრივი სოფლებიდან ერთ – ერთში რჩებით სოფლიდან ოლგუნლარის უბნამდე მანქანით მიდით. აქედან მოგზაურობა ფეხით დაიწყეთ. ორ ხეობას შეხვდებით.მარცხენა დილბერდუზის ხეობა კაჩკარის ტერიტორიაზე მიდის, მარცხენა დობეს პლატოზე და კარადენიზის ტბასთან. მარჯვნივ გააგრძელეთ გზა. ნახევარი საათის შემდეგ ჩეიმაკჩურის რუსთან მიხვალთ. რუს გაცდით 10 – 15 წთ. შემდეგ დობეს პლატოზე მოხვდებით ფერდობი გაიარეთ და რუს გასწვრივ ბილიკს გაუყევით გზა ორად იყოფა.  გზა მარჯვნივ გააგრძლეთ . აქ ბილიკი წყდება აქედან პირდაპირ გაყევით გზას და ბილიკი ისევ გამოჩნდება. მარცხნივ გადაუხვიეთ და ლაზფინარის წყაროსთან მიხვალთ. მარჯვნივ დაკლაკნილ ბილიკს მიყევით, ქვიანი ადგილი შეგხვდებათ. ნახევარი საათის სიარულის შემდეგ ტალახიანი გზის გავლა მოგიწევთ. ბილიკს მიყევით ნახევარი საათის შემდეგ გადასასვლელთან მიხვალთ. ამ გადასასვლელის ღრუბლებისა და ნისლის გარეშე ნახვა თითქმის შეუძლებელია. გადასასვლელს გასცდით გზას დაბლა ჩაუყევით. კოლანკირას დაღმართი ჩაიარეთ აქედან გზა სწორდება. რამდენიმე წუთის სავალზე გზა ორად იყოფა მარცხენა მხარე კავრონის პლატოზე ხოლო მარჯვენა მხარე ჩაიმაკჩუს პლატოსთან მიდის. აქედან 10 წთ. კარადენიზის ტბასთან მიხვალთ

იეშილ გოლლერ მწვანე ტბებზე მოგზაურობა ( მიქელის-იეშილ გოლლერ-გუნგორმეზ მთა)

განსახლება:სოფელი
მოგზაურობის დასაწყისი: კაიაბაში (მიქელის) უბანი
სირთულის ხარისხი: საშუალო-ძნელი
მოგზაურობის ხანგრძლივობა: 6 – 8 საათი

სოფლიდან იუსუფელის მიმართულებით 7 კმ. იარეთ აქედან ფეხით განაგრძეთ გზა ხიდზე გადადით, ეს მიქელის ხიდია. ხიდიდან მარჯვნივ ბეტონის გზას გაუყევით ხუთ წუთში მიქელის უბანში აღმოჩნდებით. ბეტონის გზას ბოლომდე მიყევით . ბილიკის ბოლოს გზა ორად იყოფა მარჯვენა გზა მოდოთის პლატოზე ხოლო მარცხენა გუნგორმეზ ტბაზე მიდის. გზას მარცხნივ გაუყევით 5 – 10 წუთის შემდეგ მოდოთის ხევის შესართავთან მოხვდებით. მოდოთის ხეობიდან მარჯვნივ იარეთ 30 მ. ხის ხიდს შხვდებით. ხიდზე გადადით, ეს ხიდი მოდოთის ხევზე გადადის და გუნგორმეზის ხეობის მარჯვნიდან მაღლა ადის. კიდევ ერთ ხიდს შეხვდებით ხიდზე გადაუსვლელათ გზა განაგრძეთ . გზა დაკლაკნილათ მიდის ამ გზას მიყევით და მიქელის პატარა ფერდობზე გახვალთ. გზას მიჰყევით ნელ – ნელა გუნგორმეზ ხევს მიუახლოვდებით. ხევზე გადადით ბილიკი გუნგორმეზის მარცხნივ მიდის. აღმართი შეგხვდებათ და მ ღმართს აუყევით. აღმართის ბოლოში სწორ ვაკეზე გახვალთ. წინ წითელ ხევს დაინახავთ ეს გუნ გორმეზის გადასასვლელია. მარცხნიდან ჩამონადენი წყალი მწვანე ტბებში ჩადის. ხეობის გასწვრივ გაუყევით გზას და ორ ტბას დაინახავთ, ამ ტბებს მწვანე ტბებს ეძახიან.

შეითან გოლუ (ეშმაკის ტბაზე) მოგზაურობა  (პლატოები-კასამოლა-ქორაჰმეთი-სათელეფ-შეითან გოლუ)

განსახლება: სოფელი
მოგზაურობის დასაწყისი: პლატოები ან ქორაჰმეთი
სირთულის ხარისხი: იოლი – საშუალო
ხანგრძლივობა: 8-10 საათი
სიმაღლე: შეითან გოლუ 2970მ.

ქინდევულის გადასასვლელი გზის იგივენაირად მიჰყევით. ბულუტის ხევიდან მარჯვნივ ბილიკს მიყევით. სეთლუთაშის ტერიტორიიდან მარცხნივ მიმავალ ბილიკს გაუყევით, პატარა ხევი შგხვდებათ ამ ხევს კეღუთის ხევს ეძხიან. გაცდით და გზა განაგრძეთ, ნახევარ საათში ჯევუზის ვაკეზე გახვალთ. აქედან გზას ზემოთ აუყევით და ბელუთას ხევის მაღლობზე მოხვდებით. მარცხნივ მაღლა აუყევით გზას, ნახევარ საათში შეითან გოლს მიაღწევთ. ტბას ადრე მრგვალი ფორმა ჰქონდა. ტბის შუაში ქვებისა და მიწის ჩაყრის შედეგად ფორმა შეიცვალა. ტბის პირდაპირ ყინულის კლდე დგას.

ოზგუვენის ჩანჩქერის მოგზაურობა (ბარხალი-სოფ. ოზგუვენი და ოზგუვენის ჩანჩქერი)

განსახლება: ბარხალი
მოგზაურობის დასაწყისი: სოფ. ოზგუვენი
სირთულის ხარისხი: ადვილი
ხანგრძლივობა: 5-7 საათი
სიმაღლე: 2150მ.

ბარხალიდან სარი გოლის მიმართულებით დაადექით გზას. 6-7 კმ. შემდეგ ბეტონის ხიდს შეხვდებით. ამ ხიდს როგორც გაცდებით გზა გასაყარს შხვდებით. მარცხენა გზა სარი გოლში მიდის მარჯვენა სოფელ ოზგუვენში, ამ გზას გაყევით. ცოტა მანძილის შემდეგ მეორე ხიდს შეხვდებით. ამ ხიდზე გადადით და მარცხენა მხარეს გაუყევით, იეშილ სუს უბანში შხვალთ. გზა პირდაპირ განაგრძეთ. ბეტონის ხიდს შხვდებით, ხიდზე გადაუსვლელათ პირდაპირ გაყევით გზას. 10 15 წტ. სოფელ ოზგუვენის ხიდს შეხვდებით.ხიდზე გადადით პირდაპირ იარეთ. აქედან გზა უსწორმასწორო და აღმართია. აღმართს აუყევით. აღმართის შემდეგ გზა გასაყარს შეხვდებით. თქვენ მარჯვენა მხარეს გააგრძელეთ მოძრაობა. 10 წთ. სავალზე კიდევ ერთი გზა გასაყარია. მარჯვენა მხარეს სოფელი ოზგუვენია, მარცხენა მხარეს ოზგუვენის ჩანჩქერი. მანქანა სოფელში დატოვეთ და ჩანჩქერმდე საათ ნახევარი – ორი საათი ფეხით იარეთ. ულამაზესი სანახაობა გადაიშლება თქვენს წინ. ჩანჩქერი ძლიან მაღლიდან ეშვება. მაყვლითა და ჟოლით დაფარული არემარე და დაბურული ტყე გარს არტყია.

დენიზ გოლუ (დენიზის ტბაზე ) მოგზაურიბა (პლატოები-ოლგუნლარი-ჰასტაფი- დილბერდუზი- დენიზ გოლუ – უსახელო ტბა)

განსახლება: სოფელი
მოგზაურობის დასაწყისი: ოლგუნლარი
სირთულის ხარისხი: ადვილი-საშუალი-ძნელი
ხანგრძლივობა: 10-12 საათი

კაჩკარის ტერიტორიის ყველაზე პოპულარული მოგზაურობაა. ოლგუნლარის უბნიდან მანქანით ბეტონის ხიდამდე მიდით ხიდზე გადადით და მოგზაურობა ფეხით გააგრძელეთ. გზა დიდი ხეობის ტერიტორიიდან იწყება თანდათან მაღლდება და ღმართზე მოგიწევთ გზის გაგრძელება. სოფ. ოლგუნლარის ხიდიდან ჰასთაფის ფერდობამდე საათ ნახევარი ორი საათის სავალი გზაა. ჰასთაფის ფერდობიდან მარჯვენა მხარეს ხალხის მიერ შერქმეულ კურთ ფაღლარი (მგლების ბუნაგს) ადგილს შეხვდებით. ამ ადგილას ძველად მოსახლეობა ცხოვრობდა ამჟამად ნანგრევებია შემორჩენილი. ნასახლარებს რომ გასცდებით სწორ ვაკეზე გახვალთ, ამ ადგილს ჰასთაფის დუზლერი ჰქვია. შესასვენებლად კარგი ადგილია. ბილიკს გაუყევით. მარცხნივ კაიმოვითის მთა და ხევია, მარჯვნივ შოვითის მთაა. ჰასთაფის პლატოდან დილბერდუზამდე 2-3 საათის გზაა. დილბერდუზიდან უკანა მხრიდან აღმართზე იარეთ. ამ მოგზაურობის ყველაზე გრძელი და ძნელი გზა დილბერდუზის და დენიზ გოლს შორის ეს გზაა. ტბამდე არ მისული კირმიზილიკ (მოწითალო) სახელის მთის წვერს დაინახავთ. მართლაც და წითელი ფერი აქვს. ამ წერტილიდან ბილიკს გაუყევით ამ ბილიკზე კლდეებიდან ჩამოცვენილი ქვებისაგან პირამიდის მსგავს პატარ- პატარა ნაგებობებს ნახავთ. ცოტა მანძილის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ტბას დაინახავთ. ეს დენიზ გოლია. თავისი სილურჯით მნახველს აჯადოვებს. თუ უსახელო ტბის ნახვას მოინდომებთ აქედან ბილიკს გაყევით და 20-25 წთ. შემდეგ სასურველ ადგილზე იქნებით.

ავჯილარ ქოი ( სოფ. ავჯილარის) მოგზაურობა (კილიჩკაია – ავჯილარ)

განსახლება: კილიჩკაია
მოგზაურობის დასაწყისი: კილიჩკაია
სირთულის ხარისხი: საშუალო-ძნელი
ხანგრძლივობა: 10-12 საათი
სიმაღლე: კილიჩკაია 1200მ. ავჯილარი 2029მ.

კილიჩკაიადან დაწყებული ეს მოგზაურობა საკმაოდ გრძელი და ძნელი მოგზაურობაა. გარკვეული მანძილი კილიჩკაიას ტერიტორიაზე გრძელდება. დაახლოებით 20-25წთ. შემდეგ ხიდი შგხვდებათ, ეს ჰასანდერეს ხიდია. ხიდს გაცდებით და გზა გასაყარს შეხვდებით მარჯვენა გზა ნარანთის , მარცხენა კი ბაკირთეპესა და ავჯილარის მხარეს მიდის. მარცხენა მხარეს გააგრძელეთ მოძრაობა. 200-300 მ. შმდეგ კიდევ ერთ გზა გასაყარს შეხვდებით. მარცხენა მხარეს მიყევით. 30-40 წთ. შემდეგ ძველი ხის სახლებით გაშენებულ ნასოფლარს ნახავთ. აქედან კიდევ ერთი გზა გასაყარია. თქვენ მთავარ გზას გაუყევით. წინ სამი გზა შეგხვდებათ: მარცხენა აროსის ფერდობზე, მარჯვენა  ბარიკთეპეს სოფელში შუალა კი სოფ. ავჯილარში მიდის. შუალა გზას დაადექით ეს გზა 2-3 საათის განმავლობაში ტყის შუაში გადის. დაახლოებით 2 საათის შემდეგ სოფელი ავჯილარი გამოჩნდება. სოფლის შესასვლელში გზა გასაყარს შეხვდებით მარჯვენა მხარე დაღმართია და სოფელ ავჯილარში ჩადის.

 

ეხლა : დღს : მთლიანად :
საავტორო უფლება © 2013 visitartvin.com - Governorship ართვინის. ყველა უფლება დაცულია.